Thursday, January 15, 2015

რა არის თავისუფლება?!

 რა არის თავისუფლება?! ეს ხომ ყველაფერია,ზოგისთვის თავისუფლება ის არის რომ დაბადების დღეზე გაუშვებენ, ზოგისთვის კი ის რომ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.ეს დამოუკიდებელი ცხოვრებაა, როდესაც შენს თავს შენვე განაგებ და არავინ არ ცდილობს შეგზღუდოს რამეში. როდესაც ადამიანი არ არის თავისუფალი, მაშინ იგი დამონებულია, ფიზიკურადაც და სულიერადაც, როცა თავისუფალი ხარ და ფლობ საკუთარ თავს გრძნობ რომ საკუთარი თავის ბატონი ხარ, მაშინ კი ცდილობ გააკეთო ყველაფერი კარგი რაც არ გავნებს.                                                                                    ჩემი აზრით ჭეშმარიტად ქრისტიანი ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი, რადგან ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას აზრით თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდე ისე რომ თავისი ყოფაქცევით სხვას არ ვნებდეს, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თავისუფლება მხოლოდ იმაში არ გამოიხატება რაც გნებას  ის აკეთო, ილაპარაკო, წერო არამედ ის რომ ყოველ სიტყვას და ქმედებას საერთო საზოგადო ბედნიერება უნდა ედოს  სარჩულად

No comments:

Post a Comment