Thursday, January 15, 2015

რა არის სამშობლო?!

რა არის სამშობლო?! ალბათ სამშობლო მარტო ლამაზი ცა და ლურჯი ზღვა არ არის, არც აშლილი ტყეები და ატეხილი ჭალებია. სამშობლო უფრო სხვაა რაღაც სხვა, რომელიც თხემიდან ტერფამდე შესძრავს ადამიანს და შეიძლება გულიც დაუფერფლოს.                     სამშობლო სიყვარულია. ყველაზე დიდი, უანგარო, წრფელი და სრულყოფილი სიყვარული, რომელიც ადამიანს ადამიანს შეუძლია. სამშობლო იტევს ოჯახს, მეგობრებს, იდეალებს, თავისუფლებას, სიწმინდეს, სისხლს და ხორცს, და სულს ერთდროულად... იტევს ღმერთს და რწმენას, წმინდა ნინოს ჯვარს და ვეფხისტყაოსანს.                                     სამშობლო ბედნიერებაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება განიცადოს. 

რა არის თავისუფლება?!

 რა არის თავისუფლება?! ეს ხომ ყველაფერია,ზოგისთვის თავისუფლება ის არის რომ დაბადების დღეზე გაუშვებენ, ზოგისთვის კი ის რომ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.ეს დამოუკიდებელი ცხოვრებაა, როდესაც შენს თავს შენვე განაგებ და არავინ არ ცდილობს შეგზღუდოს რამეში. როდესაც ადამიანი არ არის თავისუფალი, მაშინ იგი დამონებულია, ფიზიკურადაც და სულიერადაც, როცა თავისუფალი ხარ და ფლობ საკუთარ თავს გრძნობ რომ საკუთარი თავის ბატონი ხარ, მაშინ კი ცდილობ გააკეთო ყველაფერი კარგი რაც არ გავნებს.                                                                                    ჩემი აზრით ჭეშმარიტად ქრისტიანი ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი, რადგან ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას აზრით თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდე ისე რომ თავისი ყოფაქცევით სხვას არ ვნებდეს, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თავისუფლება მხოლოდ იმაში არ გამოიხატება რაც გნებას  ის აკეთო, ილაპარაკო, წერო არამედ ის რომ ყოველ სიტყვას და ქმედებას საერთო საზოგადო ბედნიერება უნდა ედოს  სარჩულად